ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ექთნის პროფესია ნამდვილად ფასდაუდებელია, ისინი ყოველთვის დგანან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს საექთნო განათლების პროგრამას და პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფს შრომის ბაზარს. დასაწებულება ულოცავს პროფესიული განათლების მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექთნის საერთოშორისო დღეს, უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებებს.