2021 წლის 4 და 7 ივნისს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა გამართეს შეხვედრა პროგრამის ხელმძღვანელებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირებისათვის:

 

✅პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების გაცნობა;
✅საკონტაქტო საათებზე დასწრების ანალიზის გაცნობა;
✅დისტანციური სწავლების გამოწვევების გაცნობა;
✅შეფასების ადმინისტრირების საკითხებზე ინფორმირება;
✅კონტაქტური სწავლებისას დასაცავი უსაფრთხოების ნორმებზე ინფორმირება;
✅მარეგულირებელ დოკუმენტები განხორციელებული/მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმირება;
✅პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესახებ მონაცემთა კვლევის გაცნობა;

????‍????პერსონალის შემდგომი განვითარების მიზნით დაიგეგმა სწავლების და შეფასების მეთოდოლოგიაზე ტრენინგების ციკლი, რომელიც განხორციელდება 15 ივნისიდან 30 ივნისი პერიოდში ორ ეტაპად.