მიმდინარე წლის 25 და 27 აგვისტოს გაიმართა ონლაინ შეხვედრები ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბატონ ბიძინა კულუმბეგოვთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ ქიტიაშვილთან.

შეხვედრის ფარგლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებს და პროფესიულ მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ  დეტალური ინფორმაცია მიეღოთ კორონავირუსის (Covid-19) საწინაღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.