25 თებერვალი, 2025 BTA

პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ

შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში ა/წლის 7 მარტს იმართება პროფესიული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნები ტარდება აკადემიის ყველა განყოფილებაში, რათა არჩეული პრეზიდენტი  იყოს აკადემიის ყველა სტუდენტის წარმომადგენელი.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადაა  ა/წლის 4 მარტი;

წარმოდგენილი განაცხადებების განხილვა დასრულდება ა/წლის 5 მარტს;

ა/წლის 7 მარტს პრეზიდენტობის კანდიდატები წარმოადგენენ თავიანთ პროგრამა-პრეზენტაციებს. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება ამავე დღეს 18.00 საათამდე;

თვითმმართველობის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიის ნებისმიერი პროგრამის პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის თვითმმართველობის წევრად რეგისტრირებული და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს. არის: მაღალი აკადემიური მოსწრების და დასწრების მქონე, არ გააჩნია დისციპლინარული გადაცდომები, აქვს კომუნიკაციის და ჯგუფში მუშაობის უნარი, გააჩნია ორგანიზაციის უნარი და არის პრეზენტაბელური;

თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩევა აკადემიის სტუდენტების მიერ 2 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით ხმათა უმრავლესობით.

 განაცხადების წარმოდგენა მსურველ პირებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერონისის 208,  კანცელარიაში. განაცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია ელექტრონული ფორმით შემდეგ  მისამართზე btaedu@yahoo.com

 (შენიშვნა: განაცხადის ფორმა წარმოადგენს პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის დებულების დანართს (იხ. ბმულზე https://www.bta.edu.ge/ge/posts/details/22/studenturi-tvitmartveloba), რომელშიც უნდა შიტანოთ შემდეგი მონაცამები - სახელი/გვარი, საგანმანათლებლო პროგრამა, საკონტაქტო ინფორმაცია, პირადობის ასლი). 

 გისურვებთ წარმატებებს!

 

Partner companies and organizations

Academy of Business and Technology collaborates with more than fifty companies and organizations. Companies actively participate in the internships of cooperating students and their subsequent employment.