7 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში (BTA) გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები – პროცესი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვრონ თავიანთი მომავლის ლიდერი.
არჩევნები ჩატარდა აკადემიის თბილისსა და საჩხერის განყოფილებებში, რათა არჩეული პრეზიდენტი ღირსეულად წარმოადგენდეს ყველა სტუდენტის ინტერესებს, გააძლიეროს სტუდენტური ხმა და ხელი შეუწყოს აკადემიურ და სტუდენტურ განვითარებას.
ახალი ლიდერი აირჩა ერთწლიანი ვადით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე. პროცესი გამოირჩეოდა გამჭვირვალობით, დემოკრატიულობითა და სტუდენტური აქტიურობის მაღალი დონით.
სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი გახდა ზაური კულუმბეგაშვილი! გულწრფელად ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! ვუსურვებთ წარმატებებს, ახალი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც აკადემიურ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააუმჯობესებს!
BTA მუდამ მხარს უჭერს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას, ლიდერობის განვითარებას და სტუდენტური თვითმმართველობის გაძლიერებას