ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, როგორიცაა:

  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება _ გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

  • სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა

პროგრამის მიზანია:  

  • მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
  • პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა, გაანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება
  • შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა
  • საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება
  • საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობა
Close Menu
X