4 იანვარი, 2024 BTA

რექტორის მისალმება

ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია!

თქვენ მიერ არჩეული ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს განათლებისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ასევე თითოეული სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანს – აკადემიურ თავისუფლებას!

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის საქართველოს ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა საავტორიზაციო სტანდარტი.

ჩვენს აკადემიაში გეძლევათ შანსი მიიღოთ ღრმა პროფესიული ცოდნა და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი განათლება, რათა დაიმკვიდროთ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.

პროფესიული განათლების სრულყოფილად დაუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული ნაწილიც, აკადემია დიდ ყურადღებას აქცევს პარტნიორი კომპანიების რეპუტაციასა და მაშტაბურობას, სწორედ ამიტომ გეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული ნაწილი შეისწავლოთ საქართველოში წამყვან კომპანიებში, შეხება გქონდეთ უშუალოდ დამსაქმებლებთან.

აქ სტუდენტებს გელით საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ხოლო მასწავლებლებს – კომფორტული სამუშაო გარემო.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში!

 

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში