სამეცნიერო ჟურნალი #1
„ბიზნესი და ტექნოლოგიები“ — შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საერთაშორისო რეცენზირებადი, მრავალდარგობრივი სამეცნიერო, პრაქტიკულ-ანალიტიკური ჟურნალია. გამოცემა 2026 წლიდან წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალის №1 ნომერი ეძღვნება პროფესიული განათლების ამაგდარს, ანზორ მაჭარაშვილის 85 წლის იუბილეს. დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია აკადემიის რექტორი, სოფიო მაჭარაშვილი.