15 თებერვალი, 2026 BTA

BTA-ში საინფორმაციო და გამოცდილების გაზიარების მიზნით კონფერენცია ჩატარდა

2026 წლის 11 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა საინფორმაციო და გამოცდილების გაზიარების კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში, რომელსაც წაუძღვა ვებტექნოლოგიების პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელი მარიამ კაკიაშვილი.
მარიამი "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიისა" და "პროფესიული უნარების სააგენტოს" ხელშეწყობით ესტონეთში პროფესიულ ვიზიტზე იმყოფებოდა. კონფერენციის ფარგლებში მან კოლეგებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ესტონეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სასწავლო/სამუშაო ვიზიტის შედეგები
კონფერენციის მიზანი იყო ესტონეთის პროფესიული განათლების სისტემისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების გაცნობა, ასევე მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.
ღონისძიებაზე აკადემიის რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა BTA-ს ვებტექნოლოგიების სასწავლო-საწარმოს ფუნქციაზე პრაქტიკული უნარების გაძლიერების პროცესში. სტუდენტების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საწარმოში აქტიურად ჩართულ პროფესიულ სტუდენტებს რექტორმა ფულადი პრემიები გადასცა
აკადემიას ასევე სტუმრობდა კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ხელმძღვანელი მამუკა ჯანჯალია, რომელმაც დადებითად შეაფასა პროფესიული განათლების მიმართულებით აკადემიაში მიმდინარე აქტივობები და მხარდაჭერა გამოხატა მსგავსი ინიციატივებისადმი.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა: მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩართულიყვნენ განხილვაში.

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.