3 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი დავით ჭელიძე, ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ნაძალადევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.
სტუმრებმა იმსჯელეს კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე (წერონისის N208) , უსაფრთხო გადაადგილების , მარეგულირებელი/შემაკავებელი ნიშნების განთავსებისათვის საჭირო პროცედურებზე.
ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების და აკადემიის ხელმძღვანელმა სოფიო მაჭარაშვილმა სტუმრებს გააცნო პროფესიული განათლების დადებითი მხარეები და პრიორიტეტული პროფესიების სახელმწიფოს დაფინანსებით დაუფლების შესაძლებლობები .
შეხვედრის დასასრულს სოფიო მაჭარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია აკადემიის კიდევ უფრო განვითარებისთვისა და მომავალი გეგმების განხორციელებისთვის!
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.