25 მარტი, 2026 BTA

აკადემიაში გაიმართა სტრატეგიული ვორქშოპი

აკადემიაში გაიმართა სტრატეგიული ვორქშოპი
შეხვედრის მიზანი იყო აკადემიის მისიის, ხედვისა და ღირებულებების გადახედვა. შეფასდა გასული წლის შედეგები და გამოწვევები, და განისაზღვრა განვითარების ახალი მიმართულებები.
შეხვედრა გახსნა რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა, რომელმაც დამსწრეებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას.
ხაზი გაუსვა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში გუნდის აქტიურ ჩართულობას. დამსწრეთ წარედგინათ აკადემიის მიღწეული შედეგები, ხარისხის უზრუნველყოფის წლიური ანალიზი (მათ შორის რეავტორიზაცია და ISO 9001:2015 სტანდარტის აუდიტის შედეგები), ასევე პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები და გაუმჯობესების რეკომენდაციები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც აკადემიის თანამშრომლები, ისე საჩხერის განყოფილების წარმომადგენლები დისტანციურად.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელმაც ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
დისკუსიის ფარგლებში პროგრამის ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა იმსჯელეს სასწავლო პროცესის გამოწვევებსა და გაუმჯობესების გზებზე. შედეგად, დაიწყო 2026-27 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე - www.bta.edu.ge - და დამტკიცდება აპრილში.
ვორქშოპმა უზრუნველყო გამოცდილების გაზიარება, საერთო ხედვის ჩამოყალიბება და აკადემიის განვითარების სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.
ერთად ვგეგმავთ აკადემიის წარმატებულ მომავალს

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.