30 მარტი, 2026 BTA

კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი

კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი, საჯარო უწყებებთან   წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითი...  

  26-27 მარტს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრნენ,  შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მიმდინარე ვაკანსიებისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობების შესახებ.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე, კარიერული განვითარების გზებსა და დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე.

  შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ შრომის ბაზარზე შესაბამისი კადრის მოძიება ვერ ხერხდება. 

აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო აძლიერებს ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას და ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, უზრუნველყოფს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის სწრაფ და ეფექტურ გავრცელებას, ავითარებს კარიერულ სერვისებს, რათა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზოს დასაქმების რეალური და მდგრადი შესაძლებლობები.

 ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას თქვენთვის!

კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი
კარიერული შესაძლებლობების ახალი ეტაპი

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.