სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა

ბორჯომში, 1-2 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიიდან ტრენინგს ესწრებდნენ აკადემიის რექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

შეხვედრის მიზანს სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული და დაგეგმილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.
ორდღიან შეხვედრაში მედია საშუალებების, ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ლევან გოგოძის განცხადებით, ქვეყნისათვის უმთავრესი პრობლემის უმუშევრობის დაძლევის პროცესი განმტკიცებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების,
დასასრულს დაისახა გეგმები აქტიური თანამშრომლობისა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

Leave a Reply

Close Menu
X