1 მაისი, 2024 BTA

პროფორიენტაციის შეხვედრა მოსწავლეებთან

მიმდინარე წლის პირველ მაისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ქალაქ თბილისის N8, N9, N129 და N113 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

 სკოლის მოსწავლეებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, ნინო თამაზაშვილმა  გააცნო პროფესიული განათლების სპეციფიკა და აკადემიაში არსებული პროგრამების შესახებ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი

 

 

ასევე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ  მოენახულებინათ აკადემიის აუდიტორიები და შეხვედროდნენ პროგრამების პედაგოგებს, რათა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

 

სკოლებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებბი და სტუდენტები დაგეგმავენ საინტერესო აქტივობებს.

 

 

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში