საერთაშორისო საინვესტიციო ფონდმა Gazelle Finance ყოველწლიური კონფერენცია “ქალის როლი ეკონომიკის განვითარებასა და პოლიტიკის შემუშავებაში” გამართა. ღონისძიება ბიზნესფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” და "USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან” პარტნიორობით ჩატარდა.
კონფერენციაზე ფართოდ განიხილეს ქალების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; იმსჯელეს იმ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქალ მეწარმეებს აქვთ; ასევე ისაუბრეს, როგორ შეიძლება გაიზარდოს ქალთა ჩართულობა შრომის ბაზარზე, რაც ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათის შექმნის წინაპირობაა