ტრენინგები პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერების მიზნით
2025 წლის 27 ივნისსა და 4 ივლისს, გაიმართა ორი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
I ტრენინგი (დისტანციური რეჟიმით) – 27 ივნისი, 2025 წ.
თემა: „პროფესიული მასწავლებლის როლი საგანმანათლებლო პროცესში“
მოწვეული ტრენერი: ქეთევან ჯანელიძე – პროფესიული განათლების ექსპერტი
ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
პროფესიული მასწავლებლის ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები;
ჰოლისტური მიდგომის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროცესში;
პრაქტიკული უნარების განვითარება და სწავლების პროცესში მასწავლებლის როლი;
თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციები პროფესიულ განათლებაში.
II ტრენინგი – 4 ივლისი, 2025 წ.
თემა: „პროფესიული სტუდენტების შეფასება“
მოწვეული ტრენერი: შორენა ხუბუნაია – პროფესიული განათლების ექსპერტი
ტრენინგის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა:
შეფასების თანამედროვე მიდგომები და ინსტრუმენტები;
შეფასების მეთოდების გამოყენების პრაქტიკა;
სწავლის შედეგების დადასტურების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება.
აღნიშნული ტრენინგები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლებისა და მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ სისტემურად და მიზანმიმართულად ზრუნავს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. ტრენინგების ორგანიზება და განხორციელება მტკიცებულებად გვევლინება იმისა, რომ აკადემია ხელმძღვანელობს უწყვეტი განათლების პრინციპებით, უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე, მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და განმტკიცებას.