2025 წლის 19, 20 -სა და 21 მაისს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიმართა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მონაწილეობას იღებდა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი-სოფიო მაჭარაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერი, სამართლის დოქტორი-დევი ხვედელიანი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გამოფენის ფარგლებში პრეზენტაციით წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
წელს განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოსთან ერთად, 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კვირეულის პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც განხილული იყო პროფესიული განათლებისა და სტარტაპების ურთიერთკავშირი, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი და ინოვაციური მეთოდების გამოყენება სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აღრმავებს საერთაშორისო აქტივობებს და ზრუნავს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე.