სსსმ/შშმ პირის სტატუსის მქონე პირთათვის პროფესიული მოსინჯვა ჩატარდება - 12 ივნისი (ქალაქ თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის) ; 10 ივნისი (ქალაქ საჩხერეში რეგისტრირებული პირებისთვის);
თანამემამულის სტატუსის მქონე პირთათვის (V დონის პროგრამა) შიდა შერჩევა - მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება -12 ივნისი;
პირისთვის ვისაც მითითებული აქვს შემდეგი ენა - აზერბაიჯანული, მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება - 12 ივნისი;
იმ შემთხვევაში, თუ საბაზო/საშუალო პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა შეფასებაზე, მას საშუალება აქვს განმეორებით ერთხელ გავიდეს გასაუბრებაზე.
განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით აპლიკანტმა, 6 ივნისის ჩათვლით, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს განმეორებით შეფასებაზე დაშვება;
დამატებითი მოტივაციური გასაუბრების თარიღია 12 ივნისი;
თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდით vet.emis.ge-ზე
იმისთვის რომ გამოცდის კონკრეტული დრო და ადგილი დაადგინოთ გადიხართ შემდეგ პროცედურას:
შედიხართ პორტალზე vet.emis.ge-ზე:
ხსნით ავტორიზაციის ფანჯარას;
შესაბამის ველში წერთ რეგისტრაციისას მითითებულ პირად ნომერს და პაროლს;
ხსნით წითელი ფერისაა ფანჯარას, რომელსაც აწერია- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები;
ხსნით საგამოცდო ბარათს;
ნახულობთ ინფორმაციას: დღე, რიცხვი, საათი და ადგილი სად ჩატარდება შერჩევა
შერჩევის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.bta.edu.ge/storage/documents/1744383408.pdf
გისურვებთ წარმატებებს;