შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაფუძნებულია 27 წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც 2014 წელს მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დღეისათვის ახორციელებს პრიორიტეტული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს.

  • დღეისათვის აკადემია ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გახდა ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი.  
  • 2018 წლის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიენიჭა წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტული.
  • კოლეჯების ბრენდირების ფარგლებში 2016-17 წლებში 2-ჯერ დაჯილდოვდა უმაღლესი შეფასებით 5 ვარსკვლავით.
  • 2015 წელს ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პრაქტიკოსი ექთნის მოდულური პროგრამა, რისთვისაც გადაეცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მადლობის სიგელი.

2019 წელს ბიზნესისა და დექნოლოგიების აკადემიამ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა „მშენებლობის მწარმოებლის“ დუალური პროგრამა.

პირველად კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეში, აკადემიის ელექტროობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი გახდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სტიპენდიანტი.

  • ჩვენი ორგანიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა პარტნიორების მოძიება, მათთან თანამშრომლობის დამყარება, რაც ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი, ასევე 2019 წლის 14 თებერვალს BTA საქართველოს პროფესიული კონსულტირების ასოციაცის პარტნიორი ორგანიზაცია გახდა, რომლიც აკადემიის რექტორი ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილია.

 BTA აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს:

  • „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“;
  • „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების
    განვითარების ქვეპროგრამა“;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ შემუშავებული „შრომის უსაფრთხოების სპეცილისტის აკრედიტებული პროგრამა“.

რატომ უნდა აგვირჩიოთ?!

ჩვენთან დაგხვდებათ!

  • ISO საერთაშორისო ხარისხი
  • 27 წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილება
  • 2 საკუთარი შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით
  • საწარმოო პრაქტიკები წარმატებულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობით
  • პროფესიონალი და კეთილგანწყობილი პერსონალი
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები
  • სასწავლო გრანტი, სახელმწიფო დაფინანსება
  • თვეებზე გადანაწილებული სწავლის საფასური
  • მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები

BTA_ის მიზანია, გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვა და კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

Close Menu
X