ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ოფიციალური ბიზნეს ტურის ფარგლებში ლონდონს ეწვია და მონაწილეობა მიიღო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენის კვირეულში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ღონისძიებაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგაციები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.
ტექნოლოგიური ინოვაციების გაცნობა, თანამედროვე ტენდენციების ანალიზი და ახალი თანამშრომლობების ინიცირება - სწორედ ეს იყო ვიზიტის ძირითადი ამოცანები.
დიპლომატიური შეხვედრები
ტურის ფარგლებში, აკადემიის რექტორი ვიზიტორებთან ერთად ეწვია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სადაც დელეგაციას ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა გიორგი საგანელიძემ და საელჩოს წარმომადგენლებმა გულთბილად უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლების, ინოვაციისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებზე. საელჩომ გამოხატა სრული მხარდაჭერა ქართველი პროფესიონალების გაძლიერების საქმეში.
ქართულ-ბრიტანული ბიზნესგარემო და თანამშრომლობა
ვიზიტის ფარგლებში, მოწვევით გაიმართა ოფიციალური შეხვედრა საქართველო-ბრიტანეთის სავაჭრო პალატის დამფუძნებელ მაკო აბაშიძესთან, რომელმაც სტუმრებს ლონდონში მდებარე საკუთარ ქართულ რესტორანში უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართული დელეგაცია, ასევე ბრიტანელი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მიმდინარე გამოწვევები და მომავალი ერთობლივი ინიციატივები.
ტურის ორგანიზატორები
აღნიშნული ტური ორგანიზებული იყო ტელეგადაცემა „მონეტიზაციის“-ა და ტურისტული კომპანია Go Tour-ის თანამონაწილეობით.