ანონსი

შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია

პროგრამების დამატების გზით გეგმავს დაიმატოს  

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მშენებლობის წარმოება (დუალური)

 

პროგრამის ხელმძღვანელი: ანზორ მაჭარაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 26/28

ტელ:  2 24 95 57; 593 30 32 11

www.bta.edu.ge   email: btaedu@yahoo.com

 

   მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე –  საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობაში / Basic Vocational Qualification in Building Construction Structures

 დაშვების წინაპირობა –    საბაზო განათლება
 დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

·   სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობაში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძ­ლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშე­ნ­ებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან (მონოლითური, ანაკრები)ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:  მონოლითური კონსტრუქციების (საძირკველი, როსტვერკი, კედელი, სვეტი, გადახურვის ფილა და ა.შ.) მომწყობი; ანაკრები კონსტრუქციების (საძირკველი, სვეტი, ფილა, რიგელი, კოჭი და ა.შ.)  მემონტაჟე;

 Ø   ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის  კოდი: 41

Ø   დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7119; 7112; 7121

Close Menu
X