შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მისიაა მრავალპროფილური საგანმანათლებლო საქმიანობა, მომხმარებლებისათვის ინოვაციური მიდგომებით მაღალი ხარისხის სასწავლო-სამუშაო პირობების შეთავაზება. აკადემიის მისწრაფებაა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, ადამიანური კაპიტალის უწყვეტი განვითარება, რაც განსაზღვრავს მის როლს ეროვნულ და საერთაშორისო სივრცეში.
ხედვა:
2025 წელს აღიარებულ იქნას ხარისხთან ასოცირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რასაც დაწესებულების წარმატებაზე და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული მტკიცე გუნდი და მრავალფეროვანი პარტნიორობა განაპირობებს.
ღირებულებები:
▪ განათლების ხელმისაწვდომობა;
▪ განვითარებისკენ სწრაფვა;
▪ სამართლიანობა;
▪ პიროვნებაზე ორიენტირებულობა;
▪ პროფესიონალიზმი და რეპუტაციაზე ზრუნვა