ანონსი

შპს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია

პროგრამების დამატების გზით გეგმავს დაიმატოს  

მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საბაჟო საქმე

პროგრამის ხელმძღვანელი:  მარინა ნინიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:  

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 26/28

ტელ:  2 24 95 57; 593 30 32 11

www.bta.edu.ge   email: btaedu@yahoo.com

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზეუმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში / Higher Vocational Qualification in Customs Study

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზეუმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში / Higher Vocational Qualification in Customs Study

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში – საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იქნეს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 52.29.1, 84.11.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3351
Close Menu
X