13 ივნისი, 2024 BTA

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის, თვითმმართველობის პრეზიდენტის მარიამ კაკიაშვილის ორგანიზებით, ინტელექტუალური შეჯიბრი, (რა? სად? როდის?) ჩატარდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის, თვითმმართველობის პრეზიდენტის მარიამ კაკიაშვილის ორგანიზებით, ინტელექტუალური შეჯიბრი, (რა? სად? როდის?) ჩატარდა, რომელშიც მონაწლეობა მიიღო ელექტროობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, აღმზრდელის, ვებ-ტექნოლოგიებისა და საექთნო განათლების სტუდენტებმა.
ინტელექტუალური თამაში, მეტად პოზიტიურ და ამავდროულად კონკურენტულ გარემოში წარიმართა, დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვებ-ტექნოლოგიების გუნდმა "ცვლადები".
გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ: მარიამ კოჭლამაზაშვილი, ნოდარ ბუბუტეიშვილი, თეონა გაბიტაშვილი, გიორგი ჩხეიძე, ლუკა ჯოხაძე და თემო ქურციკიძე, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სახელით მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ თვითმმართველობის პრეზიდენტს და თითოეულ სტუდენტს.

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში