ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 2022-23 სასწავლო წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა დაასრულეს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სადიპლომო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
5 დან 7 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პროგრამის ბოლო მოდულის საწარმოო პრაქტიკის დადასტურებისათვის პრეზენტაციები.
პრეზენტაციის მსვლელობა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელმა შეაფასა სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი მასალები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.