სახალხო ზეიმის „საჩხერლობა 2024“ აღნიშვნა საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფიალიალის გახსნით დაიწყო.
აკადემია საზეიმოდ გახსნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და პარლამენტარმა პაატა კვიჟინაძემ.
განახლებული ინფრასტრუქტურა საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, იმერეთის მხარის რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებმა დაათვალიერეს.
სტუმრებს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანზორ მაჭარაშვილმა მიმართა. მისი განმარტებით - თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასწავლო შენობა და სტუდენტებისთვის საცხობელის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რამოდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. აკადემია 1500 სტუდენტზეა გათვლილი და მათ საჭიროებებზე მორგებული.
საჩხერის ფილიალში ფუნქციონირება დაიწყო ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლამ, რომელიც პროექტი USAID -ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და
ორგანიზაციასთან.
კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში