13 დეკემბერი, 2024 BTA

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან

2024 წლის 12 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა, ბაკურ ხუნდაძემ და ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” დამფუძნებელმა და რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი; ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ - ირმა პატარაია და ნიკოლოზ ხოდელი; სოციალური მედიის მენეჯერი, თამარ ღონღაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ქეთა აფციაური.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” წარმომადგენლები; გადაცემა ,,მონეტიზაციის” ხელმძღვანელები და ბიზნესპარტნიორები.
გლობალური
გამოწვევებიდან გამომდინარე, უკვე 2 წელია გთავაზობთ ნარჩენების მართვის პროგრამას.
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა ამ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
კურსი სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ, დასრულების შემდეგ კი გადმოგეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი.
ღონისხიების ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც, წუხილი გამოთქვეს შექმნილ მდგომარეობაზე და ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია დიალოგი და ჯანსაღი კომუნიკაცია

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში