26 ნოემბერს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში“ გაიმართა სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება; აკადემიამ გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტების ორ ნაკადს უმასპინძლა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ სასწავლო გარემოს, მათ მომავალ მასწავლებლებს და აკადემიის გუნდს
ღონისძიებას, რომელსაც BTA-ს ენერგიული და კრეატიული სტუდენტი უძღვებოდა, მეტი სიხალისე და აქტიურობა შემატა გასართობმა გათამაშებამ, სადაც გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ საბოლოოდ, საზეიმო ატმოსფერო ტორტის გაჭრით დასრულდა
სიამაყით გატყობინებთ, რომ წელს აკადემიამ 1 400-მდე სტუდენტი მიიღო. მთელი გუნდის სახელით ვულოცავთ როგორც ახალ, ისე უკვე არსებულ სტუდენტებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ