2024 წლის 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის საექთნო განათლების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ინსტრუქტორებს, საშუალება მისცა დასწრებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ისტორიულ, ღირშესანიშნავ ღონისძიებაში.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პერსონალის დარგობრივი უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვისათვის .