18-20 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარმომდგენლებმა - სოფიო მაჭარაშვილმა, მირანდა ჯანხოთელმა და მურთაზ თოდაძემ მონაწილეობა მიიღეს „კულტურის , ტურიზმისა და ცივილიზაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესში“, რომელიც ჩატარდა თურქეთში, ბიტლის ერენ უნივერსიტეტის ბაზაზე.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია კონგრესზე წარსდგა მოხსენებით „კულტურათშორისი კომპეტენციები ბიზნესსა და ტურიზმში: საგანმანათლებლო სტრატეგია და ინოვაციები“.
მოხსენებამ დაიმსახურა მოწონება და ინტერესი მონაწილეთა მხრიდან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარმომადგენლებს გადაეცათ კონგრესში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო მოხსენება გამოქვეყნდება კონგრესის შრომათა კრებულში.