2024 წლის 9 ნოემბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ესპანეთის სამეფოს ქალაქ მადრიდში, სადაც გამართა შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების განვითარების პრაქტიკის გაზიარების და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.