საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2024 წლის წარმატებული ადამიანების ნომინაციაში აკადემიის დამფუძნებელი: სოფიო მაჭარაშვილი დასახელდა.
,,ნომინაცია: წლის საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტი - სოფიო მაჭარაშვილი“- ასეთი შეფასება სიხარულთან ერთად მეც და აკადემიის მთელ გუნდს პასუხისმგებლობას გვიორმაგებს.
მადლობა საჩხერის მერს და მის გუნდს ჩვენი შრომის დაფასებისთვის, ჩვენს მადლიერებას საზღვარი არ აქვს და პირობას ვდებთ, რომ საჩხერლების მოლოდინების გამართლება მომავალშიც ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება - განაცხადა აკადემიის რექტორმა სოფიო მაჭარაშვილმა.