1 მარტს ბიზნესისა დატექნოლოგიების აკადემიის პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი/შეხვედრა თემაზე: „პერსონალის მართვა-პსდ ავტორიზაციისა და ISO 9001:2015 სტანდარტების მოთხოვნები".
შეხვედრა აკადემიის რექტორმა, სოფიო მაჭრაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა ორგანიზაციაში პერსონალის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნა, რომ აკადემია აქტიურად ემზადება რეავტორიზაციის პროცესისთვის.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა პროფესიული განათლების ექსპერტი, მანანა მახარაშვილი.
აკადემიაში დაგეგმილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ტრენინგების ციკლის განხორციელება, რაც პერსონალის კომპეტენციის ამაღლებასა და პროცესების ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.