ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გახდა EVTA-ს ოფიციალური წევრი!
EVTA — ევროპის პროფესიული ტრენინგის ასოციაცია, შედგევა იმ ინსტიტუტებისაგან, რომლებიც ევროპის სივრცეში პროფესიული განათლების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნავენ .
EVTA-ს საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი კოლეჯი ოფიციალურად შევიდა ასოციაციის წევრთა რიგებში.
ამით ჩვენ:
- ვუერთდებით საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას
- ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებსა და ინიციატივებში
- ვამყარებთ კავშირებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან
- ვაძლიერებთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე
“ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ მომავალი თანამშრომლობით და გვჯერა, რომ თქვენი ყოფნა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას” – აღნიშნულია EVTA-ს ოფიციალურ წერილში.
აკადემია ასევე წარადგენს საკუთარ საქმიანობას EVTA-ს გენერალურ ასამბლეაზე და ჩაერთვება დიალოგში პროფესიული განათლების დემოკრატიული როლის შესახებ ციფრულ ეპოქაში.
ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული სტანდარტებისკენ სვლას — სტუდენტებისთვის, განათლების ხარისხისთვის და მომავლისთვის!