10-11 მაისს ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიამ, მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში "ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში", რომელიც ჩატარდა ქ.სტამბულში. კონფერენციაში აკადემიის სახელით წარსდგა ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი- მინარდა ჯანხოთელი. მისი მოხსენების თემა იყო „საექთნო საგანმანათლებლო პროგრამებში მეწარმეობისა და სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპების ინტეგრაცია“. მოხსენება გამოქვეყნდება საერთაშორისო ნაშრომების კრებულში. ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია გეგმავს ახალ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.