იმ შემთხვევაში, თუ საბაზო/საშუალო პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტი ვერ გამოცხადდა შეფასებაზე, მას საშუალება აქვს განმეორებით ერთხელ გავიდეს გასაუბრებაზე. განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით აპლიკანტმა, 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს განმეორებით შეფასებაზე დაშვება; დამატებითი მოტივაციური გასაუბრების თარიღია 13 ოქტომბერი;
სსსმ/შშმ პირის სტატუსის მქონე პირთათვის განმეორებითი პროფესიული მოსინჯვა ჩატარდება - 13 ოქტომბერი;
თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდით vet.emis.ge-ზე
იმისთვის რომ გამოცდის კონკრეტული დრო და ადგილი დაადგინოთ გადიხართ შემდეგ პროცედურას:
შედიხართ პორტალზე vet.emis.ge-ზე:
ხსნით ავტორიზაციის ფანჯარას;
შესაბამის ველში წერთ რეგისტრაციისას მითითებულ პირად ნომერს და პაროლს;
ხსნით წითელი ფერისაა ფანჯარას, რომელსაც აწერია- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები;
ხსნით საგამოცდო ბარათს;
ნახულობთ ინფორმაციას: დღე, რიცხვი, საათი და ადგილი სად ჩატარდება შერჩევა
შერჩევის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.bta.edu.ge/storage/documents/1756812956.pdf
გისურვებთ წარმატებებს;