12 ოქტომბერი, 2025 BTA

ტრენინგი თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“

2025 წლის 8-10 ოქტომბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა ნინო ელბაქიძე — ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესიული განათლების ექსპერტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი და მაგდებურგის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული მასტერ ტრენერი.
  • ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ზრდასრულთა განათლებისთვის განსაკუთრებით აქტუალური თემები, მათ შორის:
  • ლიდერობა და თვითშეფასების ტექნიკები;
  • ადამიანების ინტელექტუალური ტიპოლოგია და მისი გათვალისწინება სასწავლო პროცესში;
  • დროის ეფექტიანი მართვის სტრატეგიები;
  • მოტივაციის თეორიები და მათი პრაქტიკული გამოყენება;
  • აზროვნების განწყობა ("Mindset") და მისი გავლენა სწავლის პროცესზე.
ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ, ჩართულობაზე ორიენტირებულ ფორმატში.
მონაწილეებმა – აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა – აქტიურად იმუშავეს პრაქტიკულ ქეისებზე, განიხილეს რეალური სასწავლო-სამუშაო სცენარები და გაცვალეს გამოცდილება.
სამდღიანი პროგრამა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის პედაგოგიური კომპეტენციების გაძლიერებას, სწავლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას პრაქტიკაში.
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“
ტრენინგი  თემაზე: „ზრდასრულთა სწავლების ინოვაციური მიდგომები ლიდერი მასწავლებლებისთვის“

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.