2025 წლის 7 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის გუნდმა საჩხერის ფილიალში პროფესიული განვითარების ვორქშოფი გამართა!
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის რექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და მოწვეული განათლების ექსპერტი, ადმინისტრაციული პერსონალი, პროგრამის განმახორციელებელი პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები
ვორქშოფის პირველ ნაწილში განხილულ იქნა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში. ფილიალის წარმომადგენლებმა წარადგინეს ინფორმაცია შესრულებულ აქტივობებზე, მიმდინარე პროცესებზე და იმ საკითხებზე, რომლებიც შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
ვორქშოფის მეორე ეტაპი დაეთმო სწავლების და შეფასების თანამედროვე მიდგომების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას.
ფილიალის პროგრამების ხელმძღვანელებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი პრაქტიკები და იმსჯელეს შემოქმედებით, ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს
აღნიშნულმა ვორქშოფმა ასევე მოიცვა პროფესიული სტუდენტთა შეფასების სისტემის ვერიფიკაციის შედეგების განხილვა, ვერიფიკაციის პროცესს კოორდინაციას უწევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მოწვეული განათლების ექსპერტი ქეთევან ჯანელიძე, პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პირები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ხარისხის კულტურის გაძლიერებას!