11 ნოემბერი, 2025 BTA

აკადემიაში გაიმართა პროფესიული განვითარების ვორქშოფი

2025 წლის 8 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართა პროფესიული განვითარების ვორქშოფი.
ვორქშოფის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია და განხილვა. მონაწილეებმა მიმოიხილეს განხორციელებული აქტივობები, გამოავლინეს ძირითადი გამოწვევები.
ვორქშოფის მეორე ნაწილი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:თბილისის ადმინისტრაციული კორპუსისა და ფილიალების პროგრამების ხელმძღვანელებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული სტუდენტთა შეფასების სისტემის ვერიფიკაციის შედეგებს.
ვერიფიკაციის პროცესს კოორდინაციას უწევდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ხოლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოწვეული განათლების ექსპერტი ქეთევან ჯანელიძე, პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პირები.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია განაგრძობს ხარისხის კულტურის გაძლიერებას, პროცესების გაუმჯობესებას და თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად.

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.