Front-end დეველოპმენტი (ინტეგრირებული) პროგრამის სტუდენტებისთვის საინტერესო და შემეცნებითი პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა!
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (ბიოლოგია) პროფესიული განათლების მასწავლებლის, თამარ ბაძგარაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები მიკროსკოპის საშუალებით დააკვირდნენ მცენარისა და საფუარა სოკოს უჯრედებს და ახლოდან გაეცნენ მათ უნიკალურ აგებულებას.
პრაქტიკული აქტივობის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს უჯრედების სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მცენარეები და სოკოები ბუნებაში ასრულებენ. სტუდენტები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მცენარეები ჟანგბადის მთავარი წყაროა და ეკოსისტემების არსებობის საფუძველს ქმნიან, ხოლო საფუარა სოკო აქტიურად მონაწილეობს ორგანული ნივთიერებების დაშლისა და ბუნებრივი წრებრუნვის პროცესებში.
მსგავსი პრაქტიკული გაკვეთილები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის. ისინი ავითარებს სტუდენტების დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, ხოლო ბუნების მრავალფეროვნებისა და თითოეული ორგანიზმის მნიშვნელობის გაცნობიერებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
ცოდნა, რომელიც პრაქტიკით მყარდება, ყოველთვის უფრო ღრმა და დასამახსოვრებელია