ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მისიიდან და ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე 2025 წლის 9-11 იანვარს ვალენსიის უნივერსიტეტის და ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის (IKSAD) მიერ ორგანიზებულ მე-7 საერთაშორისო ხმელთაშუაზღვის კონგრესში, მონაწილეობდნენ :
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი სოფიო მაჭარაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლის მენეჯერი დევი ხვედელიანი და ექიმი მეან-გინეკოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მასწავლებელი მირანდა ჯანხოთელი.
კონგრესზე წარმოდგენილი არიან 28 ქვეყნის წარმომადგენლები ევროპიდან, ინდოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
კონგრესზე მოხსენება „საექთნო განათლების როლი უსაფრთხო ჯანდაცვის გარემოს ფორმირებისათვის“ წარმოადგინა მირანდა ჯონხოთელმა. მოხსენება გამოქვეყნდება სამეცნიერო კვლევების კრებულში.
უდიდესი მადლობა ქალბატონ მირანდას აღნიშნული ინიციატივისთვისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.