2025 წლის 12 თებერვალს BTA-ში სტუმრად იმყოფებოდა Working Foster-ის აღმასრულებელი დირექტორი , შრომის უსაფრთხოების ექსპერტი-იოჰანეს კლონე.
შეხვედრის მიზანი იყო ევროპული გამოცდილების გაზიარება შრომის უსაფრთხოების თემაზე და აკადემიის სწავლებისა და პროგრამის სპეციფიკის გაცნობა .
აკადემიის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ რექტორი, პრორექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის მენეჯერი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
აკადემიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექპერტების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.