ა(ა)იპ ბიზნეს საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა
2018 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ახორციელებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიულ საგანმანათლებლო აკრედიტებულ პროგრამას, რომლის მიზანია ამ მიმართულებით სპეციალისტების მომზადება, მიღებული ცოდნითა და უნარებით მათ შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
2024 წლის 20 სექტემბერს გერმანელ პარტნიორებთან ერთად ა(ა)იპ ბიზნეს საქართველომ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართა პირველი შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მხარეებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში; აღნიშნულ შეხვედრას გერმანელი პარტნიორების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარმომადგენელი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის მასწავლებელი ბატონი ბაჩანა ტურავა;
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებს და გამოთქვამს მზაობას მომავალშიც ჩაერთოს მსგავსი ფორმატის შეხვედრებში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და
ორგანიზაციასთან.
კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში