300-მდე მონაწილე გააერთიანა ქალთა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის”, Gazelle Finance-მა და Visa-მ გამართეს.
“ქალები ბიზნესში” ამ სახელწოდების ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, ასევე შესაძლებლობები, რომლებსაც ქალებს ამ კუთხით საერთაშორისო, საჯარო თუ კერძო სექტორი სთავაზობს.