მიმდინარე წლის 18 მარტს საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს თაოსნობით გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა მაისში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიება VET Connect 2.0 -ს.
ღონისძიების მიზანია ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა ღონისძიების პროგრამა, მონაწილეობის პირობები და სარგებელი. შეხვედრას დაესწრნენ აკადემიის რექტორი ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერი ბატონი დევი ხვედელიანი.