9 აგვისტო, 2024 BTA

პარტნიორი ორგანიზაციის - "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" წარმატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ულოცავს პარტნიორ ორგანიზაცია ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისის "ხარისხის საერთაშორისო, ოქროს სტანდარტის -Joint Commission International (JCI) აკრედიტაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის მინიჭებას.

8 აგვისტოს წარდგენის ცერემონია გაიმართა, რომლის მთავარი მოწვეული სტუმრები გახლდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე და მისი მოადგილეები, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი ამილახვარი.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი სოფიო მაჭარაშვილი აღნიშნავს: ,, ყველა თანამედროვე ორგანიზაცია მიისწრაფვის წარმატებისა და მუდმივი განვითარებისკენ.ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა ,ყველა შესაძლო რესურსის ეფექტურად მართვა და სწორი სტრატეგიის შემუშავება ,,ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისის " გუნდმა , რომლებიც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ორიენტირებული ეს შეძლო და შედეგმაც არ დააყოვნა ,ვულოცავ მათ ამ დიდ აღიარებას და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მომავალშიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის, სასიხარულოა, რომ აკადემიას ჰყავს ასეთი მაღალი ხარისხის პარტნიორი ორგანიზაციები"

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში