6 დეკემბერი, 2024 BTA

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 5 დეკემბერს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე.
შეხვედრის ფარგლებში 45-ზე მეტი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის დაფინანსებისა და მოთხოვნადი სასწავლო კურსების საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ზურაბ ლობჟანიძე.
მხარეებმა დისკუსიისას ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მზარდ მნიშვნელობას შრომის ბაზარზე და ახალგაზრდების მეტი ჩართულობის აუცილებლობას.
2020 წლიდან დღემდე სააგენტოს მიერ დაფინანსებულ მოკლევადიან კურსებში 11,300-ზე მეტი მსმენელი ჩაერთო, რომელსაც სააგენტომ სასწავლო კურსი სრულად დაუფინანსა. აკადემია წლებია წარმატებით თანამშრომლობის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან .

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში