20 დეკემბერს, 16:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში,
CARE Caucasus -მა ჩაატარა ტრენინგი: ,,გენდერული სამართლიანობა, უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისთვის”.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ოჯახსა და სამუშაო ადგილზე ძალადობის აღმოსაფხვრელად.
ეს ინტერაქციული ტრენინგი მოიცავდა პრეზენტაციებს, ჯგუფურ დისკუსიებს, Case-Study (სიტუაციის ანალიზის მეთოდი) და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.