23 თებერვალი, 2025 BTA

,,თანატოლთა განათლების” პროექტის მონაწილეთა შერჩევა

14 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის განყოფილებაში მოხდა

,,თანატოლთა განათლების” პროექტის მონაწილეთა შერჩევა.

პროექტის ტრენერმა, თეა ცომაიამ, წარადგინა „თანატოლთა განათლების“ პროექტის პრეზენტაცია, სადაც მონაწილეებს გააცნო ინიციატივის ძირითადი პრინციპები და დაგეგმილი აქტივობები.

აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, ლიდერული უნარების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფაში, რაც დადებითად აისახება როგორც ადგილობრივი თემის, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

აკადემიის რექტორმა - სოფიო მაჭარაშვილმა, სიტყვით მიმართა პროექტში „თანატოლთა განათლება“ ჩართულ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ თემის წარმომადგენლებს. ასევე დაადასტურა მზაობა, მხარი დაუჭიროს სტუდენტურ ინიციატივებსა და ინოვაციურ პროექტებს.

,,თანატოლთა განათლების” პროექტის მონაწილეთა შერჩევა
,,თანატოლთა განათლების” პროექტის მონაწილეთა შერჩევა

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში