აკადემიის საჩხერის ფილიალში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი
22 ოქტომბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა დაათვალიერეს.
სტუმრებს ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” დამფუძნებელმა სოფიო მაჭარაშვილმა და აკადემიის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა ილია იაკობაშვილმა უმასპინძლა.
აკადემიის გარემო სრულად მორგებულია სტუდენტის ყველა საჭიროებებზე, სადაც ასევე იფუნქციონირებს სასწავლო ლაბორატორია და სტუდენტებისთვის საცხოვრებელი.
სწავლა სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
აკადემიაში USAID-ის პროექტი "სტუმარ მასპინძლობის სკოლა", „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და
ორგანიზაციასთან.
კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში